სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის რელიგიათა საბჭოს სხდომა
2024 წლის 21 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ რელიგიათა საბჭოს სხდომაში.
სხდომაზე ისაუბრეს რელიგიურ გაერთიანებებზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო გავლენაზე. ასევე განიხილეს სახალხო დამცველის მიერ 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში შეფასებული საკითხები, მათ შორის, ბათუმის მეჩეთის მშენებლობის თაობაზე და თავდაცვის კოდექსის ამოქმედების შემდეგ შეცვლილი რეგულაცია - სასულიერო პირების წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან და სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში აღმსარებლობის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით.
დასასრულს გამართულ დისკუსიაზე საბჭოს წევრებმა სამომავლო გეგმები წარმოადგინეს და პრიორიტეტები დასახეს.