ყურბან-ბაირამის დღესასწაული
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს და მშვიდობასა და ბედნიერებას უსურვებს მათ ოჯახებს.
წელს დღესასწაული 9 ივლისს დაიწყო და ჩვეულებისამებრ 3 დღეს გაგრძელდება.
ყურბან-ბაირამის არსი ადამიანის მსხვერპლად შეწირვის აკრძალვასთან არის დაკავშირებული. ტრადიციულად ამ დღეებში, მუსლიმი ოჯახები საკლავს კლავენ და მას ახლობლებსა და მეზობლებს, რელიგიური კუთვნილების განურჩველად, უნაწილებენ. ამიტომ, ყურბან-ბაირამი ქველმოქმედების იდეისა და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის ზეიმიცაა.
©ფოტო აღებულია ჰურიე აბაშიძის ფეისბუკ გვერდიდან