სიახლეები

სახალხო დამცველმა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოინახულა

2024 წლის 2 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოინახულა.

სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების შენობები, ეზო, გაეცნო საცხოვრებელი ოთახებისა და საერთო სივრცის სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას. შეხვდა და ესაუბრა როგორც დაწესებულების ადმინისტრაციას, ასევე ბენეფიციარებს.

სახალხო დამცველის განსაკუთრებული ინტერესის საგანს დაწესებულებაში განთავსებული პაციენტების უფლებებისა და სოციალური დაცვის საკითხები წარმოადგენდა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაწესებულებას არ გააჩნია საკმარისი ფინანსური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები სომატური დაავადებების გამოკვლევისა და მკურნალობისათვის.

სახალხო დამცველი აპარატი ინტენსიურად ამოწმებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმწოდებელ დაწესებულებებს და მიღებულ ინფორმაციას წლიურ და სპეციალურ ანგარიშებში ასახავს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)