სქესის ნიშნით დისკრიმინაცია
საქართველოს სახალხო დამცველმა, 2020 წლის 21 დეკემბერს სქესის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში ქალი ექსპერტების დასაქმება მოითხოვა. 2021 წლის 13 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ სამომავლოდ გათვალისწინებული იქნებოდა მდედრობითი სქესის სასამართლო სამედიცინო ექსპერტების დასაქმება. 2022 წლის იანვარის პასუხის თანახმად კი, გამოცხადებული კონკურსები ჩაიშალა, კონკურსზე წარმოდგენილი კანდიდატურების რაოდენობის სიმცირისა და კვალიფიკაციის არადამაკმაყოფილებელი დონის გამო.
საბოლოოდ, ექსპერტიზის ბიურომ სახალხო დამცველის აპარატს აცნობა, რომ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში ქალი ექსპერტი მუშაობს 2022 წლის 9 მარტიდან, ხოლო აჭარის დეპარტამენტში ქალი ექსპერტი მუშაობს 2022 წლის 3 იანვრიდან.
აღნიშნულ საქმეზე იმუშავა თანასწორობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ანა კვაჭაძემ.