შრომით ურთიერთობაში სავარაუდო დისკრიმინაცია
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მას შემდეგ რაც მან გამოთქვა სურვილი, რომ ორგანიზაციაში მისი შრომის პირობები შეცვლილიყო, მათ შორის, გაზრდილიყო მისი ანაზღაურება, დამსაქმებელმა დაიყო მისი შევიწროება (საქმე N3427/22).
სახალხო დამცველმა დაიწყო საქმის შესწავლა და ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით რამდენჯერმე მიმართა დამსაქმებელს; საქმის წარმოების პროცესში განმცხადებელსა და დამსაქმებელს შორის მიღწეულ იქნა ორმხრივი შეთანხმება, გაფორმდა მორიგების აქტი და მხარეებს შორის დავა ამოწურულია; შესაბამისად, განმცხადებელმა მადლიერება გამოხატა სახალხო დამცველის აპარატის მიმართ და ითხოვა საქმისწარმოების შეწყვეტა.
აღნიშნულ საქმეზე იმუშავა თანასწორობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტებმა ნინო ქაშაკაშვილმა და ანა კვაჭაძემ.