შრომის ანაზღაურების საკითხები სასამართლო სისტემაში
საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო თბილისის საქალაქო, თბილისის სააპელაციო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებსა და სხვა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში ერთი და იმავე ფუნქცია- მოვალეობებისა და კატეგორიის მოხელეთა ხელფასების განსხვავებულობის გამო დისკრიმინაციის მიმართულებით საქმის შესწავლა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაიწყო მუშაობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში როგორც მოსამართლეთა, ისე სასამართლოს აპარატის მოხელეთა შრომის ანაზღაურების გათანაბრების მიზნით. შესაბამისად, საბჭოს 2023 წლის 24 მარტის N1/41 განკარგულებით მოხდა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა ყოველთვიური დანამატების (ხელფასების) გათანაბრება 2023 წლის 1 მაისიდან, ხოლო 2023 წლის 21 ივლისის N1/75 განკარგულების თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების გათანაბრება განხორციელდება 2023 წლის 1 აგვისტოდან.
აღნიშნულ საქმეზე იმუშავა თანასწორობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი ტყებუჩავამ.