შრომით ურთიერთობაში სავარაუდო დისკრიმინაცია
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა განმცხადებლების შრომითი უფლებების დაცულობის საკითხი და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი ჰქონდა განმცხადებლების კონსტიტუციური უფლების დარღვევას. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, განმცხადებელთა უფლების აღდგენის მიზნით, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს რეკომენდაციით მიმართა.ადმინისტრაციულმა ორგანომ გაითვალისწინა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაცია და გვაცნობა, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო განმცხადებლებს შესრულებული სამუშაოს პროპორციულად აუნაზღაურებდა 2022 წლის მარტის თვის შესაბამისი ხელფასის 50 პროცენტს.
აღნიშნულ საქმეზე იმუშავა თანასწორობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი ტყებუჩავამ და სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა თამარ გუგუტიშვილმა.