შრომით ურთიერთობაში სავარაუდო დისკრიმინაცია
განმცხადებელი სადავოდ ხდიდა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირიდან მისი დისკრიმინაციული მოტივებით გათავისუფლების საკითხს. საქმის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტმა, ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვა საქმის შესწავლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მასალების გაცნობის შედეგად, გამოიკვეთა განმცხადებლის შრომითი უფლების დარღვევის ფაქტი. საქმის შესწავლის ეტაპზე, განმცხადებელმა გვაცნობა, რომ დაწესებულებამ, მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა დაიწყო მოკვლევა, დააკმაყოფილა მისი საჩივარი სამსახურიდან კანონშეუსაბამოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით და შესაბამის პოზიციაზე აღადგინა.
აღნიშნულ საქმეზე იმუშავა თანასწორობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა - გიორგი ტყებუჩავამ.