ანგარიშები

ფემიციდის მონიტორინგის ანგარიში 2018

წინამდებარე სპეციალური ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში შეიმუშავა. ანგარიშში გაანალიზებულია 2018 წელს ჩადენილი დანაშაულები.

საქართველოს სახალხო დამცველი, სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე, 2016 წლიდან ახორციელებს ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგს. მონიტორინგის მიზანია გააანალიზოს ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების, მკვლელობის მცდელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის თითოეული საქმე, რათა გამოავლინოს ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის მექანიზმის ხარვეზები, შემდგომში ამ მექანიზმების დასახვეწად და განსავითარებლად.

ფემიციდზე ზედამხედველობის მექანიზმის ფარგლებში შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციით, სახალხო დამცველმა 2014-2018 წლებში მომხდარი შემთხვევების მონიტორინგი ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავდა მართლმსაჯულების განხორციელების და სტატისტიკის დინამიკის შეფასებას, მიღებული პროგრესის გაზომვას და არსებული ხარვეზების გამოვლენას.

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს მომხდარი ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის საქმეები 5 წლიანი მონიტორინგის ანგარიშის ფარგლებში გაანალიზდა, ბოლო პერიოდის ტენდენციების გათვალისწინებით, საჭიროდ მივიჩნიეთ ცალკე სახით, სპეციალური ანგარიში გამოგვეცა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)