სიახლეები

ტრენინგი ჯანმრთელობის დაცვის უფლების თაობაზე

2022 წლის 28 და 29 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის სამართლის დოქტორმა კლერ ლუგარმა გამართა ტრენინგი თემაზე - ჯანმრთელობის უფლების დაცვა ევროპაში. ღონისძიება ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიების გახსნაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადამიანის უფლებათა პოლიტიკის განვითარების ეროვნულმა კოორდინატორმა ნინო ჯომარჯიძემ.

ოლსტერის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორმა, დოქტორმა კლერ ლუგარმა ორდღიანი შეხვედრების პერიოდში ისაუბრა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ ჯანმრთელობისადმი მიდგომებზე, ჯანმრთელობის უფლების განხორციელების სახელმწიფო მექანიზმებზე, სამართლებრივ ვალდებულებებზე ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ევროპის სოციალური ქარტიისა და ადამიანის უფლებათა სასამართლოს მექანიზმების გამოყენებით. ასევე იქნა განხილული კოვიდ 19 პანდემიის პერიოდში ჯანმრთელობის უფლების დაცვის გამოწვევები და სახელმწიფოს რეაგირება მათზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)