შეხვედრა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან
2024 წლის 12 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევანი იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დირექტორს შონ დანს და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენელს ლადო რაზმაძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა არჩევნებთან დაკავშირებით აპარატის უფლებამოსილებაზე, საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებისა და საქმეების შესწავლის პრაქტიკაზე ისაუბრა. მხარეებმა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.