სიახლეები

შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან და საგანგებო დესპანთან

2024 წლის 27 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში მელინე არაკელიანს და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ნიდერლანდების საგანგებო დესპანს რწმენისა და რელიგიის საკითხებში ბეა ტენ ტუშერს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა სტუმრებს რწმენისა და რელიგიის თავისუფლების მიმართულებით აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო, ისაუბრა ძირითად გამოწვევებზე, მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხზე, სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ნორმებსა და რელიგიური ნიშნით ჩადენილი სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების საკითხებზე.

ბეა ტენ ტუშერმა ევროინტეგრაციის გზაზე რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველის, როგორც დამოუკიდებელი და ობიექტური ინსტიტუტის როლზე ისაუბრა. ლევან იოსელიანმა კი ტოლერანტული გარემოს დამკვიდრების და რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების თემებზე სასაუბროდ, სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი პლატფორმების შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი.

ელჩმა და საგანგებო დესპანმა სახალხო დამცველისა და მისი აპარატისადმი მხარდაჭერა გამოხატეს. შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზეშეთანხმდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)