სიახლეები

შეხვედრა ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩთან

2021 წლის 11 ოქტომბერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას შეხვდნენ.

შეხვედრაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული ზოგადი მდგომარეობა განიხილეს, ისაუბრეს დემოკრატული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობაზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც შეთანხმდნენ.

სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა ელჩს იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ლიეტუვის რესპუბლიკა მუდმივად უწევს საქართველოს ერთი მხრივ ქვეყნის შიგნით დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების საქმეში და ასევე ევროინტეგრაციის პროცესში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)