შეხვედრა ლატვიის ელჩთან
2023 წლის 15 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ედიტე მედნეს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ელჩს სახალხო დამცველის აპარატის მანდატი და პრიორიტეტები გააცნო. განიხილეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხები.
მხარეებმა უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.