სიახლეები

შეხვედრა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან

2023 წლის 20 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ქემლინ ფარლის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა განიხილეს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ასევე, ხაზი გაუსვეს უკრაინიდან ლტოლვილთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)