სიახლეები

შეხვედრა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან

2024 წლის 30 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ნატალია ვუტოვას შეხვდა.

შეხვედრაზე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გენდერული თანასწორობის დასამკვიდრებლად განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს.

ისაუბრეს ასევე, „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ პროექტზე, რომელიც გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, პრევენციულ და დაცვის მექანიზმებზე ქალთა ხელმისაწვდომობის გაზრდას და ქალთა მიმართ ყველა ფორმის ძალადობაზე სისხლის სამართლებრივი დევნის გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მხარეებმა ევროპის საბჭოსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული მრავალწლიანი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)