სიახლეები

შეხვედრა ეუთოს დელეგაციასთან

2024 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ეუთოს სპეციალურ კოორდინატორს პასკალ ალიზარდის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა განიხილეს, არჩევნების დღეს დაკვირვების შესაძლებლობებზე ისაუბრეს და დარღვევების შემთხვევაში კოორდინირებულ მოქმედებებზე იმსჯელეს.

სახალხო დამცველმა დელეგაციის წევრებს არჩევნებზე საზედამხედველო ფუნქციასთან დაკავშირებით აპარატის მანდატი გააცნო, ისაუბრა არჩევნების კონტექსტში დღემდე გამოკვეთილ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე და მათზე რეაგირების მექანიზმებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)