სიახლეები

შეხვედრა ესტონეთის ელჩთან

2023 წლის 23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ესტონეთის ელჩს საქართველოში რინა კალიურანდს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხზე და ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნების მისაღწევად ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრეს. სახალხო დამცველმა ელჩს აპარატის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

ქალბატონმა კალიურანდმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა, წარმატებები უსურვა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)