სიახლეები

სამუშაო კონფერენციას გლობალური მოქალაქეობის განათლების შესახებ

სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გვანცა დავითაშვილი 17-18 მაისს ესწრებოდა სამუშაო კონფერენციას გლობალური მოქალაქეობის განათლების შესახებ. კონფერენციის ფარგლებში განათლებისა და ადამიანის უფლებათა ექსპერტები მუშაობდნენ ტრენინგ კურსის შემუშავებაზე.

კონფერენცია ჩატარდა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ეგიდით მოქმედ აზია-წყნარი ოკეანეთის განათლების ცენტრთან (APCEIU) პარტნიორობით და მიზნად ისახავს საქართველოში გლობალური მოქალაქეობის განათლების დანერგვას მასწავლებლებისთვის, სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლებისთვის. გლობალური მოქალაქეობის განათლების სწავლების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებების სწავლების საკითხების ინტეგრირებას სატრენინგო კურში, ამდენად, სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს თანამშრომლობასა და ჩართულობას სამუშაო პროცესში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)