სიახლეები

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - „კარგი მმართველობის უფლება: მითი, თუ რეალობა“

2023 წლის 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ქალაქ ვალეტაში (მალტა) მალტის საპარლამენტო ომბუდსმენისა და ხმელთაშუა ზღვის ომბუდსმენთა ასოციაციის (AOM) თანაორგანიზებით გამართულ კონფერენციაში - „კარგი მმართველობის უფლება: მითი, თუ რეალობა“ - მიიღო მონაწილეობა.

მაღალი დონის ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნების ომბუდსმენები, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლები, მედიატორები, ასევე, მალტის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განიხილეს კარგი მმართველობის, როგორც უფლების, გამოწვევები ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებში.

კონფერენციის ფარგლებში თამარ გვარამაძე კარგი მმართველობის უფლების დაცვის ზედამხედველობაზე ომბუდსმენის როლთან დაკავშირებით მიმდინარე პანელს გაუძღვა.

„თანამედროვე ცხოვრებაში, როცა საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო სერვისების მიწოდებისას ყველა ადამიანის, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ომბუდსმენების საზედამხედველო ფუნქცია კიდევ უფრო იზრდება, ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო მაგალითების შესწავლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტებისათვის“, - განაცხადა სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თავის მისასალმებელსიტყვაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)