სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ანკარაში ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
2022 წლის 23 მაისს ანკარაში ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „ადვოკატთა ასოციაციებისა და იურისტების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების მიმართულებით“ ფარგლებში ადვოკატებისათვის ცნობიერების ამაღლების მე-6 შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა თამარ გვარამაძემ ომბუდსმენის ინსტიტუტზე, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტზე ისაუბრა და დამსწრეთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა გააცნო.
შეხვედრაში თურქეთის ადვოკატთა ასოციაციის, ანკარას უნივერსიტეტის, ევროპის საბჭოს, გაეროსა და თურქეთის ომბუდსმენის ინსტიტუტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. განიხილეს ომბუდსმენის ინტიტუტის სამართლებრივი მნიშვნელობა ევროპული და საერთაშორისო პერსპექტივიდან, თურქეთის ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტების სამუშაო პრინციპები და პრაქტიკული რჩევები.