სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა
2023 წლის 28 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წევრებს კლოდ კერნს, ედით ესტრელას და ბას კლეინს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა.
თამარ გვარამაძემ სტუმრებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და სახალხო დამცველის პრიორიტეტები გააცნო.
მხარეებმა შეხვედრაზე დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობაზე, პოლიტიკურ გარემოსა და პოლარიზაციის საკითხებზე, ასევე ევროკავშირთან დაახლოებისთვის მიმართული ძალისხმევის ხარისხზე ისაუბრეს.