სიახლეები

სახალხო დამცველის მოადგილემ გენდერული თანასწორობისა და ქალთა განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2024 წლის 24 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ გენდერული თანასწორობისა და ქალთა განვითარებისათვის ეფექტური ინსტიტუციური მექანიზმების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება, რომელშიც ქალთა განვითარებაზე მომუშავე ინსტიტუციებისა და ადამიანის უფლებადამცველი ეროვნული მექანიზმების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ტირანაში (ალბანეთი) ალბანეთის მთავრობის მასპინძლობითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით გაიმართა.

კონფერენციაზე ეროვნულ და რეგიონულ დონეზე ქალთა განვითარებისათვის განხორციელებული ღონისძიებები, მიღწევები და არსებული გამოწვევები განიხილეს და ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები გაუზიარეს. ისაუბრეს ასევე, გენდერული თანასწორობის გასაღრმავებლად და პოლიტიკისა და სამომავლო მიზნების განსასაზღვრად ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერების პერსპექტივაზე, საჭირო რესურსებსა და შესაძლებლობებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)