სახალხო დამცველის მოადგილე ფინეთის ელჩს და ფინეთის დელეგაციას შეხვდა
2022 წლის 28 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კირსტი ნარინენს და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს მარია ლიივალას შეხვდა.
შეხვედრაზე სახალხო დამცველის მოადგილემ ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილა; ისაუბრა უმცირესობების უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, სასამართლო ხელისუფლების ხარვეზებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის სამმართველოს დირექტორი სირპა ოკსანენი და საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის საკითხებზე მომუშავე ოფიცერი სვენ კილემეტი.