სიახლეები

სახალხო დამცველის მოადგილე ევროსაბჭოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

2022 წლის 25 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ევროსაბჭოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებს პავლო პუშკარსა და ქეთევან ცხომელიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველის მიერ ე.წ. „RULE 9 კომუნიკაციის“ გაგზავნის საკითხი იქნა განხილული. ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უფლება აქვთ მიმართონ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს და მიაწოდონ ინფორმაცია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე.

ასევე, დადებითად აღინიშნა საქართველოს სახალხო დამცველის აქტიური ჩართულობა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში. 2018-2022 წლებში სახალხო დამცველმა 18 კომუნიკაცია წარადგინა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ნაწილში.

მხარეებმა სახალხო დამცველის აპარატისა და ევროსაბჭოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)