სიახლეები

სახალხო დამცველი ვენაში შეიარაღებული ძალების ომბუდსმენთა ინსტიტუტების მე-15 საერთაშორისო კონფერენციაში (ICOAF) იღებს მონაწილეობას

2023 წლის 19-20 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ვენაში შეიარაღებული ძალების ომბუდსმენთა ინსტიტუტების მე-15 საერთაშორისო კონფერენციაში (ICOAF) იღებს მონაწილეობას, რომელიც ავსტრიის პარლამენტის ფედერალური შეიარაღებული ძალების საპარლამენტო კომისიისა და ჟენევის უსაფრთხოების სექტორის მართვის ცენტრის (DCAF) ორგანიზებით იმართება.

ღონისძიების წლევანდელი თემაა „კლიმატის ცვლილების ზემოქმედების მართვა - ომბუდსმენის ინსტიტუტები და შეიარაღებული ძალები“.

კონფერენცია მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაცვლის ხელშეწყობას და ომბუდსმენთა ინსტიტუტებს შორის სამომავლო პოლიტიკის რეაგირების ხელშეწყობას კლიმატის ცვლილების, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ცვლის საკითხებზე. ამ საკითხებს მონაწილეები განიხილავენ, როგორც თემატურ სესიებზე, ისე დიალოგის რეჟიმში.

კონფერენციაში მონაწილეობენ სამხედრო და ზოგადი ომბუდსმენის ინსტიტუტების წარმომადგენლები, საპარლამენტო კომისრები, საპარლამენტო ომბუდსმენები, ასევე გენერალური ინსპექტორები, რომლებსაც აქვთ უფლება მიიღონ და გამოიძიონ საჩივრები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა დარღვევებთან და არასათანადო ადმინისტრირებასთან შეიარაღებულ ძალებში და მათ მიერ და თემაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)