სიახლეები

სახალხო დამცველი სლოვაკეთის ელჩს შეხვდა

2024 წლის 11 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მათუშ ბუშკოვსკის შეხვდა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ელჩს აპარატის მანდატი და საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო, ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ზოგად მდგომარეობაზე და ევროკავშირის წევრის სტატუსთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების პროცესში სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობაზე.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)