სახალხო დამცველი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
2023 წლის 24 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ელჩს ვიორელ მოსანუს შეხვდა.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა აპარატის მანდატზე და საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. განიხილეს აგრეთვე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მაცხოვრებელთა ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა და უსაფრთხოების გამოწვევები. ხაზი გაუსვეს სოფელ კირბალთან თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის საკითხს.
მხარეებმა სახალხო დამცველის აპარატსა და ეუთოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.