სიახლეები

სახალხო დამცველი დანიის სამეფოს ელჩს შეხვდა

2023 წლის 13 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოსა და სომხეთში ანე ტოფტ სორენსენს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ზოგადი მდგომარეობა, ისაუბრეს სახალხო დამცველის მანდატსა და პრიორიტეტებზე.

ელჩმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)