სიახლეები

სახალხო დამცველი ბულგარეთის ელჩს შეხვდა

2022 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში ბატონ ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერას საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების, შშმ პირების, ბავშვების, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ელჩმა ბულგარეთის ევროკავშირში გაწევრიანების გამოცდილებაზე, დემოკრატიული რეფორმების გატარებაში ხელისუფლების ძალისხმევაზე, ბულგარული საზოგადოების განწყობებზე, პროცედურებსა და მექანიზმებზე ისაუბრა. სახალხო დამცველმა ელჩს საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერა სთხოვა.

შეხვედრაზე ასევე, მიმოიხილეს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული მთავარი გამოწვევები; ნინო ლომჯარიამ ელჩს სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის პრიორიტეტები გააცნო. მხარეები შემდგომ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)