სიახლეები

სახალხო დამცველი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრს შეხვდა

2023 წლის 23 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრს აჯა ლაბიბის შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ მთავარ გამოწვევებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე, უმცირესობათა უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებაზე. ისაუბრეს ასევე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხებსა და საქართველოს სახალხო დამცველის როლზე ამ პროცესში.

ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტითიმყოფება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)