სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური საკოორდინაციო შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებთან

2024 წლის 24 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან ყოველწლიური საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.

თავის მისასალმებელ სიტყვაში ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერებისთვის, გაუმჯობესებისა და მუდმივი განვითარებისთვის პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა მათ მრავალწლიანი მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. სახალხო დამცველმა ასევე ხაზი გაუსვა შეხვედრებისა და ორმხრივად ინფორმაციის გაცვლის დადებით მხარეებს.

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ აპარატის ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია წარადგინა და ორგანიზაციული გაძლიერების მიმართულებებზე, ეფექტიანობის გაზრდის მექანიზმებზე, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის ფორმატზე და თემატურ პრიორიტეტებზე ისაუბრა.

შეხვედრა დისკუსიასა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მონაწილეებმა ორმხრივი ურთიერთობის გაგრძელების სრული მზაობა გამოთქვეს და უფრო ეფექტური კომუნიკაციის შესაძლებლობებზე შეთანხმდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)