სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალური ვიზიტი კიევსა და ვარშავაში

2023 წლის 7-8 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით კიევში (უკრაინაში) შეხვედრას გამართავს უკრაინის საპარლამენტო ომბუდსმენთან დმიტრო ლუბინეცთან. ასევე, მონაწილეობას მიიღებს კიევში გამართულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მაღალი დონის კონფერენციაში, რომელზეც უკრაინასა და ევროპაში მიმდინარე მოვლენებს, უკრაინა-რუსეთის ომის შედეგების აღმოსაფხვრელად გასატარებელ ღონისძიებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. კონფერენცია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი ვარშავაში (პოლონეთში) შეხვდება ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს. შეხვედრებზე განიხილავენ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას და ისაუბრებენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ეუთო/ოდირს შორის მჭიდრო და მრავალმხრივ თანამშრომლობის საკითხებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)