სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი ვაშინგტონში სამუშაო შეხვედრებს გამართავს

2024 წლის 3-5 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ვაშინგტონში სამუშაო შეხვედრებს გამართავენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელ პირებთან. დაგეგმილია შეხვედრები ასევე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)