საქართველოს სახალხო დამცველი სტრასბურგში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს
2024 წლის 26-29 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სტრასბურგში (საფრანგეთი) შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან მაიკლ ო'ფლაერთისთან, ვენეციის კომისიის ვიცე პრეზიდენტთან ვერონიკა ბილკოვასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი თანამდებობის პირებთან.
სახალხო დამცველი საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას გააცნობს და ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის წევრობასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს მიმოიხილავს.