სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა

2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა.

ლევან იოსელიანმა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის სპეციალურ წარმომადგენელს რეინ დეკერსს აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო. მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა; ისაუბრეს ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღებად ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული 12 ინიციატივის შესრულების პროცესზე და ამ პროცესში საქართველოს სახალხო დამცველის როლზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საგარეო საკითხებში უფროსი პოლიტიკური ოფიცერი კამილ მერლენი და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილე მორის პაულუსენი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)