სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი ანკარაში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

2024 წლის 16-17 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ანკარაში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს თურქეთის რესპუბლიკის მთავარ ომბუდსმენთან შერეფ მალკოჩთან, ადამიანის უფლებათა და თანასწორობის ინსტიტუტის თავმჯდომარესთან პროფესორ მუჰამერ კილიჩთან და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებთან.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება ოფიციალური შეხვედრები იუსტიციის მინისტრთან ილმაზ თანჩთან, პარლამენტის ქალთა და მამაკაცთა თანაბარი შესაძლებლობების კომიტეტის თავმჯდომარესთან ჩიგდემ ერდოღან ათაბეკთან და საკასაციო სასამართლოს პრეზიდენტან მეჰმედაკარჩასთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)