საქართველოს სახალხო დამცველი შეერთებული შტატების სენატის წარმომადგენელს შეხვდა
2019 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანამშრომელს ჰანა თობერნს შეხვდა.
ნინო ლომჯარიამ და ჰანა თობერნმა განიხილეს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების წინაშე არსებული გამოწვევები. მათ ასევე განიხილეს სახალხო დამცველის ჩართულობა 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებაში, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობასთან და მედია პლურალიზმის საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამია და აშშ–ს საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ხუან აპარაციო.