სიახლეები

მრგვალი მაგიდა - ახალი პარტნიორობა კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ევროკავშირის გაფართოების ქვეყნებში

2024 წლის 20 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეებმა თამარ გვარამაძემ და ელენე ღუდუშაურმა მონაწილეობა მიიღეს ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ევროკავშირის გაფართოების ქვეყნებში კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს ეხებოდა. ღონისძიება მრგვალი მაგიდის ფორმატშიწარიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე ევროკავშირის გაფართოების პაკეტის მქონე ქვეყნებში მოქმედი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ევროპარლამენტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს კანონის უზენაესობის თემატიკაზე თავიანთი მუშაობის შესახებ.

მოხსენებით გამოსვლისას სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარაძემ სახალხო დამცველის მანდატი განიხილა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან აპარატის თანამშრომლობასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ჩართულობაზე ისაუბრა. ასევე დამსწრეებს ის ძირითადი საკითხები გააცნო, რაც კანონის უზენაესობის თემატიკაზე ყოველწლიურად აისახება სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების, დამოუკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობის თაობაზე.

შეხვედრა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) ორგანიზებით გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)