გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლებთან
2023 წლის 12 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ნათია ჯულაყიძე გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლებს საქართველოში შეხვდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის მრავალწლიან პრაქტიკაზე ისაუბრა. მხარეებმა ქვეყანაში ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების კუთხით არსებული სიტუაცია მიმოიხილეს და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცვლის აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო რუსეცკი.