ევროკავშირის ელჩის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა სახალხო დამცველთან
2022 წლის 15 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩი და მისიის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია სახალხო დამცველის აპარატს და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძეს შეხვდა.
სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა ელჩს იმ დიდი პოლიტიკური, ფინანსური, თუ საგანმანათლებლო დახმარებისთვის, რასაც უკვე წლებია ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობა უწევს სახალხო დამცველის აპარატს. კარლ ჰარცელმა თავისი ღრმა პატივისცემა გამოხატა და სახალხო დამცველსა და მის აპარატს წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივებზე, მათ შორის, ამ მიმართულებით მიმდინარე პროცედურულ და შინაარსობრივ პროცესებზე.