სიახლეები

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსისა (GANHRI) და ევროპული ქსელის (ENNHRI) ყოველწლიური შეხვედრები

14-16 მარტს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ჟენევაში, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) და ევროპული ქსელის (ENNHRI) ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

14 მარტს GANHRI-ს ევროპული ქსელის (ENNHRI) გენერალური ასამბლეა გაიმართა, სადაც ქსელის წევრებს ENNHRI-ს პროგრესის ანგარიში, ფინანსური ანგარიში და მცირე გრანტების გაცემის ახალი მექანიზმი წარუდგინეს; ასევე, ადამიანის უფლებათა დამცველ ინსტიტუტებთან (NHRI) დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2021/1 რეკომენდაციის შესრულების კვლევა გააცნეს.

15 მარტს გენერალურ ასამბლეაზე ალიანსის წევრებმა GANHRI-ის ბიუროს ახალი წევრები, წესდებაში შესატანი ცვლილებები, ფინანსური და აუდიტის ანგარიში, პროგრესის ანგარიში, 2023-2027 წლის სტრატეგია და 2023 წლის სამუშაო გეგმა განიხილეს.

თამარ გვარამაძის ფასილიტაციით გამართულ ერთ-ერთი სამუშაო სესიაზე მონაწილეებმა წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციასთან დაკავშირებულ გამოცდილებაზე, მიღწევებზე, გამოწვევებზე და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის პრაქტიკაზე ისაუბრეს.

16 მარტს GANHRI-ს ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, რომელიც პარიზის პრინციპების 30 და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ყოველწლიური შეხვედრის დასრულების შემდეგ წევრებმა დაამტკიცეს საერთო განცხადება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)