სიახლეები

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) ლიდერობის ფორუმი

2023 წლის 23-24 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში გამართულ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) ლიდერობის ფორუმში. ფორუმი იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა დიდიე რეინდერსმა გახსნა.

ფორუმის მიზანია დაეხმაროს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების (NHRI) ხელმძღვანელ პირებს თავიანთი როლების ეფექტურად წარმართვასა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ღონისძიების მონაწილეებმა კანონის უზენაესობის მუშაობის კონკრეტული ასპექტების გათვალისწინებით ლიდერობის შესაბამისი კომპეტენციების განვითარების გზები განსაზღვრეს.

სესიებზე განიხილეს კანონის უზენაესობის ძირითად გამოწვევები, ეროვნულ დონეზე არსებული რეალობა, ყურადღება გაამახვილეს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებაზე. იმუშავეს ძირითადი დაბრკოლებების იდენტიფიცირებაზე და ეფექტურობის ამაღლების საკითხებზე, მანდატების გათვალისწინებით; შეადგინეს SMART მიზნებზე დაფუძნებული ინდივიდუალური სამოქმედო გეგმები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)