სიახლეები

2023 წლის 27 მარტს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნიკ ბერესფორდს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ნიკ ბერესფორდმა ლევან იოსელიანს სახალხო დამცველი თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა;

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ომბუდსმენის აპარატის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მრავალწლიან თანამშრომლობას და აღინიშნა, რომ უფლებადაცვით საქმიანობაში აღნიშნული მხარდაჭერა გაგრძელდება და საჭიროებისამებრ გაძლიერდება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)