სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა სტუდენტებს შეკრების თავისუფლებასა და გარემოს დაცვის უფლებებზე სემინარი ჩაუტარეს
2023 წლის 2 მაისს, ქალაქ ბათუმში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თინათინ თინიკაშვილმა და ნინო ათაბეგაშვილმა სემინარი ჩაატარეს აჭარის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის.
სემინარის თემებს წარმოადგენდა შეკრების თავისუფლება და გარემოს დაცვის უფლებები. სემინარზე განხილული იქნა აღნიშნული უფლებების შინაარსი და დაცვის სტანდარტები, სახალხო დამცველის მანდატი და საქმიანობა, აპარატის მიერ გამოკვეთილი გამოწვევები ამ უფლებების რეალიზაციის პროცესში, კონკრეტული მაგალითები და სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.
სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია შეკრების თავისუფლებისა და გარემოს დაცვის უფლებების მიმართულებით სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშების, სპეციალურ ანგარიშების, სხვადასხვა რეკომენდაციების, წინადადებების, სასამართლო მეგობრის მოსაზრებებისა და მათში ასახული საკითხების თაობაზე.
სემინარი წარიმართა სტუდენტების აქტიური ჩართულობითა და დისკუსიის ფორმატში. ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.