დეპარტამენტის შესახებ

დეპარტამენტის უფროსი - ილია ჭანტურაია

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - მაია მხატვრიშვილი

დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პირველად

სტრუქტურულ ერთეულს. დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით.

დეპარტამენტის მიზნებია:

სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებების განხილვა და მათი დასაშვებობის განსაზღვრა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიხედვით და კომპეტენციის ფარგლებში რეაგირების მოხდენა.

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

  • აპარატის მიერ მიღებული განცხადებების დასაშვებობის შემოწმება და უფლებამოსილების ფარგლებში დროული რეაგირება;
  • დასაშვებობის პროცესში არასტანდარტულ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფა;
  • შემოსული განცხადებების დასაშვებობის პროცესის მუდმივი განვითარება.

დეპარტამენტის ფუნქციებია:

  • შემოსული განცხადებების/საჩივრების დასაშვებობის შემოწმება და განაწილება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებზე რეაგირებისათვის;
  • განცხადებების დასაშვებობის სტანდარტის შექმნის/განვითარების პროცესის ინიცირება და კოორდინაცია;
  • დასაშვებობის კრიტერიუმებისა და პოლიტიკაზე მუდმივი კომუნიკაციის წარმოება სტრუქტურულ ერთეულებთან;
  • დასაშვებობისას წარმოქმნილი პრობლემების ანალიზი და გადაწყვეტის გზების დასახვა შემდგომში მსგავსი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით;
  • რთული, კომპლექსური შემთხვევების ინდივიდუალური განხილვა დაკავშირებულ სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად დასაშვებობის განსაზღვრისა და განაწილების მიზნით;
  • შემოსულ განცხადებებზე საქმისწარმოების წესებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირების მოხდენა;
  • დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლებადარღვევის საქმეების შესწავლა, შეფასება და საქმისწარმოების წესების დაცვით დროული რეაგირების განხორციელება;
  • საქმისწარმოების ერთიანი წესით დადგენილი, დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლებადარღვევის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და საჭირო ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა უწეყებებისა და დაწესებულებებიდან.
  • მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და შემაჯამებელი დოკუმენტის მომზადება;
  • ხელმძღვანელობისათვის, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში, სტრუქტურული ერთეულების უფროსებისათვის აპარატში შემოსული განცხადებების/საჩივრების შესახებ სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შედგენა და მიწოდება;
  • უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებში დაინტერესებული პირების განცხადებების გადაგზავნა, რომელთა განხილვა არ მიეკუთვნება სახალხო დამცველის კომპეტენციას;
  • საქმისწარმოების ვადების კონტროლი და კვარტალურად ინფორმაციის/ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;

სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკიდან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)