რეკომენდაციები

რეკომენდაცია მსჯავრდებულის შრომითი უფლებების დაცვის შესახებ

2024 წლის 9 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „ილი ჯფუფს“ პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედ საწარმოში დასაქმებული მსჯავრდებულის შრომის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით რეკომენდაცია წარუდგინა.

სახალხო დამცველმა ადმინისტრაციულ ორგანოდ მიიჩნია შპს „ილი ჯფუფი“ საქმიანობის იმ ნაწილში, რომელშიც, მსჯავრდებული კომპანიაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იყო დასაქმებული.

საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ შრომითი ხელშეკრულებები გაფორმებული იყო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-12 მუხლით განსაზღვრული წესის დარღვევით და მსჯავრდებულს წლების განმავლობაში ეზღუდებოდა უფლება ესარგებლა კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით ან დაცული ყოფილიყო სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან.

თავისი რეკომენდაციით სახალხო დამცველმა მოითხოვა, რომ მსჯავრდებულის შრომითი უფლების აღდგენის მიზნით, კომპანიამ იმსჯელოს 1. ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო დასაქმებულის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერებაზე, 2. საპატიმრო ვადის გასვლამდე შრომითი ხელშეკრულების გაფორმებასა და 3. იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)