სახალხო დამცველმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა
2023 წლის 1 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა რუსთავის მე-12 დახურული და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა.
ლევან იოსელიანი ესაუბრა პატიმრებს, ასევე, შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას, გაეცნო ინფრასტრუქტურას და დაათვალიერა საცხოვრებელი პირობები.
სახალხო დამცველი პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს აგრძელებს.