სახალხო დამცველმა N8 პენიტენციური დაწესებულების ნაწილი მოინახულა
2024 წლის 10 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი N8 პენიტენციური დაწესებულების ნაწილში (ე.წ. მატროსოვის ციხე) იმყოფებოდა.
სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა, საერთო და საცხოვრებელი სივრცეები, პატიმრების სასეირნო ოთახები, დეესკალაციის საკნები, მაღაზია, სამზარეულო, საშხაპეები.
სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებენ მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას.