სიახლეები

სახალხო დამცველმა N8 პენიტენციური დაწესებულება მონახულა

2024 წლის 7 მარტს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების ნაწილს შეხვდა, რომლებსაც გავლილი აქვთ 2 წლიანი მოსამზადებელი პროგრამა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მიზნებისთვის.

სახალხო დამცველი პროგრამის ეფექტიანობით, ასევე, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პროცესში, სასამართლოში მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზების საკითხით დაინტერესდა.

სახალხო დამცველი გააგრძელებს უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებთან შეხვედრებს და გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი პროგრამისა და უვადო თავისუფლებააღკვეთილი პატიმრების პირობით ვადამდე გათავისუფლების/სასჯელის შეცვლის პროცესის აქტიურ მონიტორინგს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)